აჭარის ა/რ-ის მუნიციპალიტეტებში განთავსდა აგროპედიას კიოსკები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტში დაინერგა საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ შექმნილი თანამედროვე და მუდმივად განახლებადი აგრო-ბიბლიოთეკების სისტემა – აგროპედია. შედეგად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერებისათვის სრულად ხელმისაწვდომი გახდა საჭირო საკონსულტაციო-შემეცნებითი სახის მასალები და ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ყველა ძირითადი დარგის მიმართულებით....
ტესტირების ინოვაციური პლატფორმა სპეციალისტებისათვის
USAID/REAP პროექტის ფინანსური და პროფესიული მხარდაჭერით, ასოციაციის მიერ შეიქმნა აგროტესტირების ინოვაციური ელექტრონული პლატფორმა.იგი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისა და ფერმერებისათვის, ასევე აგრარულ სფეროში პროფესიული განათლების მიღების მსურველი პირებისათვის. აგრო-ტესტირების პლატფორმის მთავარი მიზნებია:
აგრარულ დარგებში არაფორმალური პროფესიული განათლების ხელშეწყობა.სოფლის მეურნეობის...
თანამშრომლობა აგრო-საკონსულტაციო სერვისების განვითარების სფეროში
გაფორმდა კონტრაქტი გაეროს სურსათისა სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) და ასოციაციას შორის.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საკონსულტაციო სერვისების წარმოება ერთის მხრივ აგრო მიმართულების საექსტენციო პაკეტების შექმნის და მეორეს მხრივ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების მიერ ინფორმაციის ეფექტური გავრცელების მოდელების ფორმირების მიმართულებით.ხელშეკრულების ფარგლებში ასოციაციის მიერ...
ლექციები მცენარეთა დაცვის თემატიკაზე
USAID-ის პროექტის – „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ ფარგლებში ასოციაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ლექციები სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაცვის თემატიკაზე.
სალექციო თემები:
1. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ქიმიური დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან;
.2. პესტიციდების უსაფრთხო მოხმარების პრინციპები;
3. ბოსტნეულ კულტურათა მავნებელი მწერები;
4....
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა – კონცეფცია
ეროვნული აგრარული ოლიმპიადის კონცეფცია შეუშავებულია ორგანიზაცია “სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ”.
პროექტის მიზანია აგრარული განათლების სექტორის პოპულარიზაცია-გაძლიერება და პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნა საქართველოში.
ოლიმპიადის კონცეფცია ორიენტირებულია როგორც სპეციალისტების, ასევე სტუდენტების და ფერმერების ცოდნის...
კულტურათა წარმოების ტექნოლოგიური რუქები
სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ განხორციელდა USAID-REAP პროექტის ფარგლებში შედგენილი აგროტექნოლოგიური რუქების პროფესიული რედაქტირება, რის შედეგადაც რუქებს დაემატა ასოციაციის მიერ შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წამლობების ტაბულები, თანამედროვე მასალები მავნებელ-დაავადებათა იდენტიფიცირების და მათი გავრცელებისათვის ოპტიმალური კლიმატური ფაქტორების შესახებ და სარეველების...
სახელმძღვანელოები მცენარეთა დაცვის სფეროში
საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ მომზადებული იქნა სახელმძღვანელოები სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესახებ.სახელმძღვანელოები შეიქმნა აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტის “პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“...
სარეველა მცენარეების აგროკალენდარი
გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარების ოფისის სამხრეთ კავკასიაში დაკვეთით, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ შედგენილი იქნა სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარეველა მცენარეების 2017 წლის აგროკალენდარი. იგი მოიცავს საქართველოში გავრცელებულ ძირითად სარეველა მცენარეებს და მათ წინააღმდეგ კომპლექსური ბრძოლის ღონისძიებათა კალენდარულ განრიგს.
აგროკალენდარი განკუთვნილია...
ბოსტნეულ კულტურათა სადემონსტრაციო ნაკვეთების ორგანიზება
სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია USAID-ის პროექტის – „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს, რომელსაც გააჩნია ორი ძირითადი მიზანი:
1. ძლიერ საძირეებზე დამყნილი ბოსტნეული კულტურების გამოცდა ფუზარიოზული ჭკნობის წინააღმდეგ (დაავადება მასობრივადაა გავრცელებული ლაგოდეხის რაიონში).
2. ნამყენი ბოსტნეული კულტურების...
კულტურათა წარმოების გზამკვლევები
“სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციას” და USAID-ის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტექნიკური მომსახურების მიმართულებით.
ხელშეკრულების ფარგლებში მომზადდა ბოსტნეული და მარცვლეული კულტურების შესახებ ინფორმაციის და რეკომენდაციების შემცველი გზამკვლევები.სულ გზამკვლევები შეიქმნა ოცდახუთი სახეობის სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო...