კონფიდენციალურობის პოლიტიკა

აღნიშნული კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა ვრცელდება ვებ-გვერდთან (www.ada.com.ge) დაკავშირებული ინფორმაციის დაცვის საკითხებზე.

ვებ-გვერდის ადმინისტრაციის ვალდებულებაა დაიცვას თქვენი პირადი ინფორმაცია. აქ მოყვანილი პირობების მიღებით თქვენ აშკარა თანხმობას გვაძლევთ, გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესების მიხედვით. ვებ-გვერდის ადმინისტრაციას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები და დამატებები აღნიშნულ წესებში ან მის ნებისმიერ ნაწილში მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მას შემდეგ რაც მომხმარებელი კვლავ გამოიყენებს ვებ-გვერდს, აღნიშნული მოქმედება ჩაითვლება ცვლილებებსა და დამატებებზე თანხმობად.

ინფორმაციის შეგროვება

თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება რამდენიმე მეთოდით:

IP მისამართი აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი მდებარეობის, კომპიუტერული ხელსაწყოს და გამოყენებული ბრაუზერის შესახებ.
ვებ-ბრაუზერის ქუქიები (Cookies)
ვებ-ბრაუზერის ქუქიები არის ის ინფორმაცია, რასაც ბრაუზერი ინახავს კომპიუტერში თქვენს მიერ სხვადასხვა ვებ-საიტებზე სტუმრობისას. ada.com.ge-იც იყენებს ქუქიებს, იმისათვის რომ გააუმჯობესდეს მუშაობა. ვებ-ბრაუზერის კონფიგურაციის შედეგად საშუალება გეძლევათ ნებისმიერ დროს გათიშოთ ქუქიები.
მესამე პირის ქუქიები არსებობს ada.com.ge-თან დაკავშირებული მესამე პირის ვებ-საიტები, რომლებიც სარგებლობენ თავიანთი ქუქიებით და მათ მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე ხელი არ მიგვიწვდება, გარდა იმ ინფორმაციისა რაც გათვალისწინებულია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
ეს ვებ-გვერდია• Google (Analytics, Maps) – კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები

პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არის მონაცემები კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის. როდესაც მომხმარებელი ახორციელებს გარკვეულ აქტივობას ვებ-გვერდზე, მაგალითად (რეგისტრირდება, უკვეთავს პროდუქტს და ა.შ.) შეიძლება ვებ-გვერდის ადმნისტრაციის მიერ მოთხოვნილ იქნას პირადი ინფორმაცია. აკრძალულია აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია რათა, მოვახდინოთ თქვენი უზრუნველყოფა პროდუქტებითა და მომსახურებით,
განვავითაროთ ვებ-გვერდი, გავაუმჯობესოთ საქმიანობა, დავხვეწოთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებები;
დაგიკავშირდეთ თქვენ;
აღვასრულოთ ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულება;
დავიცვათ კანონმდებლობა.

პირადი ინფორმაციის კონტროლი

თქვენ ვალდებული ხართ პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში, დროულად შეცვალოთ ეს ინფრომაცია ვებ-გვერდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს იმ მოქმედებებზე რომლის შედეგად ვერ შეძლებთ საიტის სრუფასოვან გამოყენებას.
თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების განადგურება.


ინფორმაციის უსაფრთხოება

თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფოსტის და დაშიფრული პაროლის მეშვეობით. თქვენივე უსაფრთხოების მიზნით უნდა გაუფრთხილდეთ და არ გაავრცელოთ პაროლი.

კალათა პროდუქტი წაიშალა აღდგენა
  • კალათა ცარიელია