განსაზღვრება – აგრო-საექსტენციო პაკეტი არის აგრარულ სექტორში საკონსულტაციო სერვისების წარმოებისათვის საჭირო მასალების და რეკომენდაციების კრებული, ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელიც წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს-გზამკვლევს საჯარო და კერძო აგრო-საკონსულტაციო სექტორებში ოპერირებადი სპეციალისტებისათვის.
2018 წლიდან ასოციაცია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით ქმნის აგრო-საექსტენციო პაკეტებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პრიორიტეტულ დარგებში.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ასოციაციის მიერ შემუშავებული იქნა აგრო-საექსტენციო პაკეტების ფორმირების მეთოდოლოგიური გზამკვლევი და საექსტენციო პაკეტები სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეკ კულტურათა წარმოების მიმართულებით.
აგრო-საექსტენციო პაკეტების ფორმირების მეთოდოლოგიური გზამკვლევი და საექსტენციო პაკეტები მოცემულია ქვემოთ წარმოდგენილ ლინკებზე:
საექსტენციო პაკეტები – მომზადების მეთოდოლოგიური გზამკვლევი
თხილი – აგრო-საექსტენციო პაკეტი
კაკალი- აგრო-საექსტენციო პაკეტი
ლურჯი მოცვი – აგრო-საექსტენციო პაკეტი
ფისტა – აგრო-საექსტენციო პაკეტი