
გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარების ოფისის სამხრეთ კავკასიაში დაკვეთით, ასოციაციის მიერ შედგენილი იქნა მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების 2016 წლის აგროკალენდარი, რომელიც მოიცავს:
1. კულტურათა გაშენების აგროვადებს რეგიონების მიხედვით და საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვებს.
2. კულტურათა მოვლისათვის საჭირო აგრო-ღონისძიებებს, მათი განხორციელების ვადებს რეგიონების მიხედვით და საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვებს.
3. მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ვეგეტაციის პერიოდში გამოსაყენებელი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეტანის ვადებს.
აგროკალენდარის შედგენაში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტები.
აგროკალენდარი განკუთვნილია სოფლის მეურნეობის სპეციალისტების, აგრარული პროფილის სტუდენტებისა და ფერმერებისათვის. პროექტის ფარგლებში იგი გამოიცა უშუალოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების სპეციალისტებისათვის, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო აგრო-საკონსულტაციო სერვისების წარმოებისას.