სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია
ორგანიზაციის უმთავრესი მისია არის აგრარული სფეროს განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA) აქტიურად თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ასევე საჯარო, კერძო და საგანმანათლებლო სექტორებთან საქართველოში
პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ასოციაცია ძირითადად ანხორციელებს საჯარო აგრო-საკონსულტაციო სერვისების განვითარებასა და როგორც პროფესიული ასევე უმაღლესი აგრარული განათლების სექტორის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს.
გარდა ამისა, ასოციაციის ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო მიმართულება არის ტრენინგების, სადემონსტრაციო მოწყობის და ინოვაციური პლატფორმების საშუალებით ფერმერთა თემებში თანამედროვე ცოდნის და ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა.
ასოციაციის მიერ განხორციელებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტებია: აგროპედია, ეროვნული აგრარული ოლიმპიადა,
პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფები
სპეციალისტები
პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - ტრენინგების და სასწავლო-სადემონსტრაციო პროექტების განხორციელება.
ფერმერები
საკონსულტაციო სერვისების წარმოება, სატრენინგო კურსების ჩატარება, ფერმერთა უფლებების დაცვა, შესაძლებლობების გაძლიერება.
სტუდენტები
ცოდნის მიღება-დემონსტრირების პლატფორმების შექმნა, საკონსულტაციო-საინფორმაციო მხარდაჭერა.
განათლების სექტორი
უმაღლესი და პროფესიული აგრარული განათლების სექტორების განვითარების ხელშეწყობა.
ძირითადი სერვისები
ასოციაცია დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ანხორციელებს საგანმანათლებლო, სადემონსტრაციო-კვლევითი ფორმატის და საკონსულტაციო სერვისების წარმოებაზე ორიენტირებულ პროექტებს საქართველოს აგრარულ სექტორში.
გარდა ამისა, უშუალოდ კერძო სექტორისა და ფერმერების სამიზნე კატეგორიებისათვის ორგანიზაცია აწარმოებს შემდეგ სახის სერვისებს:
- სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებების დაგეგმვა და საჭირო პროდუქციის ადგილზე მიწოდება;
- ახალი კულტურების წარმოების აგროკალენდრების და მოვლის ტექნოლოგიური რუქების შედგენა;
- ნიადაგის განოყიერების სქემების მომზადება, კონკრეტული ნაკვეთის და მასზე წარმოებისათვის განსაზღვრული კულტურისათვის დამახასიათებელი სპეციფიკის მიხედვით;
- ტრენინგების წარმოება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოების თანამედროვე წესების შესახებ;
- პერსტიციდების, აგროქიმიკატების და სათესლე-სარგავი მასალის ეფექტურობის გამოცდა ასოციაციის წევრი ფერმერების ნაკვეთებზე.
განხორციელებული პროექტი
მიზნები: აგრო-საექსტენციო სერვისების და აგრარული განათლების სექტორის განვითარება, ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება
მიმდინარე პროექტი
სასწავლო კურსები, აგრარული ოლიმპიადა, საექსტენციო სერვისების წარმოება და პროფესიული-სასწავლო პროგრამის დანერგვა.
სახელმძღვანელო
თანამედროვე აგრარული პროფილის ლიტერატურა სპეციალისტებისა და ფერმერებისათვის.
ჩატარებული კვლევა
აგრარული შრომის ბაზრის, სპეციალისტების პროფესიული საჭიროებების, ბიო-წარმოების, პესტიციდების მოხმარების და ფერმერთა საკონსულტაციო საჭიროებების სექტორული და რეგიონალური კვლევები
ჩვენი პარტნიორები
სიახლეები
ასოციაციაში მიმდინარე სიახლეების განხორციელებული/მიმდინარე პროექტების, აქტივობების და სერვისების შესახებ