ორგანიზაციის მისია: აგრო-საკონსულტაციო სფეროს და აგრარული განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
საქმიანობის ძირითადი სფეროები: ორგანიზაცია დონორებთან ერთად ანხორციელებს შემდეგი ფორმატის პროექტებს:
აგროპედია
აგროპედია არის აგრო-საკონსულტაციო სერვისების გავრცელებაზე ორიენტირებული ინოვაციური პროდუქტი. იგი ამჟამად ფუნქციონირებს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქ ბათუმში, შიდა ქართლში, გურიაში, რაჭაში და თბილისში – აგრარულ უნივერსიტეტში.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა
პროექტი მიზნად ისახავს აგრარული განათლების სექტორის პოპულარიზაცია-გაძლიერებას და პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას საქართველოში.
ოლიმპიადის კონცეფცია ორიენტირებულია როგორც სპეციალისტების, ასევე სტუდენტების და ფერმერების ცოდნის შეფასება-წარმოჩენა-გაძლიერებაზე, დასაქმების სექტორისათვის აქტუალურ აგრარულ დარგებში.
პროექტის უმთავრესი მიზნებია:
საქართველოში არაფორმალური აგრარული განათლების სექტორის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა;
სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება.
აგროტესტირების ელექტრონული პროგრამა საჯარო მოხელეებისათვის
ორგანიზაციის მიერ მომზადდა აგროტესტირების ელექტრონული პროგრამა. იგი გადაეცა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. პროგრამა მოიცავს 3000-ზე მეტ ტესტ-კითხვას სოფლის მეურნეობის ყველა ძირითადი დარგის მიმართულებით.
პროგრამის გამოყენება სამინისტროს შეუძლია როგორც ახალი კადრების პროფესიული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით, ასევე უწყებაში მომუშავე სპეციალისტების ატესტაციის პროცესში.
აგრარული ლიტერატურის წარმოება
ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს დონორებთან აგრარული ლიტერატურის განახლების მიმართულებით და ამ ეტაპზე გამოიცა 10-ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების სახელმძღვანელო აგრარული სფეროს შესახებ.
მართვის პოლიტიკის ფორმირება
ორგანიზაცია მონაწილეობს საჯარო აგრო-საკონსულტაციო სერვისების განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში. სტრატეგიის მიზანია საჯარო სტრუქტურული ერთეულის განვითარების ოპტიმალური გეგმის შედგენა და მის მიერ წარმოებული სერვისების ხარისხობრივი და თვისობრივი გაუმჯობესება.
ორგანიზაციის დონორები და პარტნიორები:
ENPARD: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი;
გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში;
USAID-REAP პროექტი საქართველოში;
გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO);
USAID-SEAS პროექტი საქართველოში;
შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში;
ილინოისის უნივერსიტეტი;
ტეხასის უნივერსიტეტი;
ვინროკ ინთერნეშენელი;
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.