ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტის („ეკოლოგიურად უსაფრთხო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერება შიდა ქართლში“) შედეგების პრეზენტაციის მიზნით ჩატარდა შეხვედრები სსიპ კოლეჯი „იბერიას“ წარმომადგენლებთან.
პრეზენტაციის მიზანი იყო პროექტის აქტივობების და მის ფარგლებში შექმნილი შექმნილი ლიტერატურული რესურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კოლეჯის წარმომადგენლებისათვის და პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი სასწავლო-საცნობარო მასალების გადაცემა, სასწავლო პროცესებში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა 50 სასწავლო-საცნობარო სახელმძღვანელო სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაცვის და მინერალური ნივთიერებებით უზრუნველყოფის თემატიკაზე.
პროექტი განხორციელდა სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური ფასილიტაციით.