იმერეთის რეგიონში, კოლეჯი იბერიას ბაღდათის ფილიალში დაინერგა “მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის” პროფესიული პროგრამა.
სასწავლო პროგრამის მიზანია მცენარეთა შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დარგში.
აღნიშნული სასწავლო პროგრამა იძლევა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნე ორგანიზმების და ფიზიოლოგიური დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის და მათი გავრცელების პრევენციის თანამედროვე მეთოდების შესახებ პროფესიული ცოდნის მიღების საშუალებას.
„მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის“ პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს კურსდამთავრებულების დასაქმებას სახელმწიფო უწყებებში მცენარეთა დაცვის სპეციალისტებად, ფერმერთა მომსახურეობის ცენტრებში, მცენარეთა დაცვის მაღაზიებში, ფერმერულ მეურნეობებში კონსულტანტებად.
გარდა ამისა, კურსდამთავრებულები ასევე შეძლებენ საკუთარი კერძო მეურნეობების პროფესიონალურ დონეზე გაძღოლას და მათ მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისა და ფიზიოლოგიური დარღვევების წინააღმდეგ საჭირო სტრატეგიების დაგეგმვა-განხორციელებას.
პროექტი განხორციელდა სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ VET ფაზა 2”) ფინანსური ფასილიტაციით.
მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პროფესიული მომზადების პროგრამა მოკლევადიანია (ხანგრძლივობა – 15 კვირა).
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება და ასაკი (არანაკლებ 18 წელი).
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
კურსის გავლის მსურველი პირები დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: +995 558618106; +995 599790313,
ელ–ფოსტა: info@iberia.edu.ge; geoagrarians@gmail.com