პროექტის მიზანია პროფესიული განათლების სექტორის განვითარების და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ბენეფიციარი კოლეჯების შესაძლებლობათა გაძლიერების საშუალებით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
- სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაცვის სფეროში დისტანციური სწავლების მექანიზმის შექმნა და პოპულარიზაცია;
- პროფესიული კოლეჯი – „იბერიას“ საკონსულტაციო სერვისებით უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაცვის სფეროში არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესში;
- მევენახეობის პროფესიული მომზადების პროგრამის დანერგვა კოლეჯში „ჰორიზონტი“ (გურია, ჩოხატაური);
- პროექტის პოპულარიზაციის კამპანიის ჩატარება გურიისა და იმერეთის რეგიონებში.
პროექტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზაცია VET ფაზა 2”) ფინანსური ფასილიტაციით.