ორგანიზაციის უმთავრესი მისია არის აგრარული სფეროს განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA) აქტიურად თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ასევე საჯარო, კერძო და საგანმანათლებლო სექტორებთან საქართველოში.
პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ასოციაცია ძირითადად ანხორციელებს საჯარო აგრო-საკონსულტაციო სერვისების განვითარებასა და როგორც პროფესიული ასევე უმაღლესი აგრარული განათლების სექტორის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს.
გარდა ამისა, ასოციაციის ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო მიმართულება არის ტრენინგების, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის და ინოვაციური პლატფორმების საშუალებით ფერმერთა თემებში თანამედროვე ცოდნის და ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა.
ასოციაციის მიერ განხორციელებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტებია: აგროპედია, ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების ელექტრონული პლატფორმა და სხვ. ასევე, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ასოციაცია ანხორციელებს სხვადასხვა სახის სექტორულ კვლევებს საქართველოს აგრარულ სფეროში.
ორგანიზაციის დონორები და პარტნიორები:
ENPARD: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი;
გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში;
USAID-REAP პროექტი საქართველოში;
გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO);
USAID-SEAS პროექტი საქართველოში;
შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში;
ილინოისის უნივერსიტეტი;
ტეხასის უნივერსიტეტი;
ვინროკ ინთერნეშენელი;
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.