სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია USAID-ის პროექტის – „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს, რომელსაც გააჩნია ორი ძირითადი მიზანი:
1. ძლიერ საძირეებზე დამყნილი ბოსტნეული კულტურების გამოცდა ფუზარიოზული ჭკნობის წინააღმდეგ (დაავადება მასობრივადაა გავრცელებული ლაგოდეხის რაიონში).
2. ნამყენი ბოსტნეული კულტურების სხვა უპირატესობების დემონსტრირება.
ნამყენი ჩითილების ვეგეტაციაზე დაკვირვებისათვის თბილისში, გორსა და ლაგოდეხში შერჩეულია რამდენიმე საცდელი ლოკაცია როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში. საცდელი ნაკვეთები მოეწყობა ღია და დახურულ გრუნტებში.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ოთხი კულტურის (კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი) მყნობა და აპრობაცია. მყნობისას გამოყენებული იქნება მყნობის სხვადასხვა მეთოდები, საქართველოს პირობებისათვის ოპტიმალურის იდენტიფიცირების მიზნით.
სამიზნე კულტურებიდან სანამყენე მასალად აღებულია საქართველოს ბაზარზე არსებული კულტურათა ჰიბრიდები, ხოლო საძირეებად კი გამოყენებულია კიტრის შემთხვევაში ქართული და ამიერიკული გოგრის ჯიშები, ხოლო დანარჩენი კულტურების საძირეებად კი ამერიკაში წარმოებული რეზისტენტული სათესლე მასალა.
ნამყენი ჩითილების წარმოება არის ახალი, თანამედროვე მეთოდი, ახალი მიმართულება სოფლის მეურნეობის სფეროში. ნამყენი ჩითილების წარმოებას ახასიათებს მრავალი უპირატესობა, რომელთაგან აღსანიშნავია:
1. მეტი გამძლეობა მავნებელ-დაავადებებისადმი;
2. მაღალმოსავლიანობა;
3. მეტი გამძლეობა არახელსაყრელი კლიმატური პირობებისადმი;
4. ნაკლები დანახარჯები პესტიციდებზე და აქედან გამომდინარე ეკოლოგიური თვალსაზრისით უფრო სუფთა პროდუქციის მიღების პერსპექტივა.
ინფორმაციას მყნობის მეთოდების, პროექტის მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ დაიდება ორგანიზაციის საიტებსა და სოციალურ ქსელებში.