
სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ განხორციელდა USAID-REAP პროექტის ფარგლებში შედგენილი აგროტექნოლოგიური რუქების პროფესიული რედაქტირება, რის შედეგადაც რუქებს დაემატა ასოციაციის მიერ შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წამლობების ტაბულები, თანამედროვე მასალები მავნებელ-დაავადებათა იდენტიფიცირების და მათი გავრცელებისათვის ოპტიმალური კლიმატური ფაქტორების შესახებ და სარეველების წინააღმდეგ განსახორციელებელი წამლობების სქემები.
აგროტექნოლოგიურ რუქებში დეტალურად არის წარმოდგენილი საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლის, მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის და მოსავლის აღება შენახვის წესები და რეკომენდაციები.
რუქები განკუთვნილია ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისათვის.