ქედაში, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში აგროპედიას პირველი კიოსკი დამონტაჟდა.
აგროპედია წარმოადგენს კოლოსალური რაოდენობის ინფორმაციის ბანკს, აგრო-ბიბლიოთეკას, რომელიც მოთავსებულია კომპიუტერის მსგავს მოწყობილობაში.
საჭირო ინფორმაციის მოძიება მომხმარებელს შეუძლია ეკრანზე ხელის შეხებით.
აგროპედია ამ ეტაპზე საპილოტე-სადემოსტრაციო პროექტია.პროექტის მიზნებია:
სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკონსულტაციო სერვისების წარმოება.
ფერმერებისა და სპეციალისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გავრცელება.
საკონსულტაციო სერვისების გავრცელების მსგავსი მეთოდი ინოვაციურია და აგრო-საკონსულტაციო სფეროში იგი არ გამოუყენებია არც ერთ სხვა ქვეყანას.
სამომავლოდ, იგეგმება აგროპედიას კიოსკების რიცხვის გაზრდა და ისეთი ახალი ფუნქციების დამატება, როგორიცაა ვიდეო-კითხვების დასმის ფუნქცია, დივერსიფიცირებული მართვა და ა.შ.აგროპედიაში ინფორმაციის განახლება ხდება მუდმივად. ამ ეტაპზე იგი მოიცავს 1000-ზე მეტ სტატიას სოფლის მეურნეობის შესახებ, თუმცა ახლო მომავალში სტატიების და მასალების მინიმალური ოდენობა 2000-ს გადააჭარბებს.
ამჟამად აგროპედიას კიოსკში მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ შემდეგი სახის მასალებს და პროფესიულ რეკომენდაციებს:
- სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე სიახლეები.
- სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის წესები.
- ბრძოლა კულტურათა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ – წამლობათა სქემები.
- მოსავლის აღება-შენახვა: წესები და რეკომენდაციები.
- ახალი და პერსპექტიული კულტურების წარმოების წესები და რეკომენდაციები.
- ვეტერინარია – შინაური პირუტყვის დაავადებები და მკურნალობის მეთოდები.
- მეცხოველეობა – შინაური პირუტყვის მოვლა და საკვებწარმოება.
- მეფუტკრეობა – ფუტკრის მოვლა და დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან.
აგროპედიას კიოსკით სარგებლობა უფასოაპროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, ევროკავშირის ფინასური მხარდაჭერით „სოფლის განვითარების ხელშეწყობა“ პროექტის ფარგლებში.