გაფორმდა კონტრაქტი გაეროს სურსათისა სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) და ასოციაციას შორის.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საკონსულტაციო სერვისების წარმოება ერთის მხრივ აგრო მიმართულების საექსტენციო პაკეტების შექმნის და მეორეს მხრივ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების მიერ ინფორმაციის ეფექტური გავრცელების მოდელების ფორმირების მიმართულებით.ხელშეკრულების ფარგლებში ასოციაციის მიერ შედგენილი იქნა:
1. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებების საიდენტიფიკაციო მასალები.
2. ქვეყანაში გავრცელებული ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოების აგროტექნოლოგიური ნორმატივების შედგენა (მინ. 30 კულტურა).
3. საქართველოს ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში წარმოებისათვის ხელსაყრელი ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების იდენტიფიცირება და მათი წარმოების აგროტექნოლოგიური ნორმატივების შედგენა.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნის და მდგრადი ფუნქციონირების პირველადი კონცეფციის შედგენა.
5. კულტურათა მინერალური და ორგანული სასუქებით გამოკვების საბაზისო სქემების შემუშავება.
6. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა როტაციის საბაზისო სქემების და მათი მნიშვნელობის შესახებ საჭირო მასალების ფორმირება.
გარდა ამისა, ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ორგანიზაციის ჩართულობას საჯარო აგრო-საექსტენციო სტრუქტურების განვითარების სტრატეგიის ცალკეული შემადგენელი კომპონენტების ფორმირების პროცესში.