USAID/REAP პროექტის ფინანსური და პროფესიული მხარდაჭერით, ასოციაციის მიერ შეიქმნა აგროტესტირების ინოვაციური ელექტრონული პლატფორმა.იგი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისა და ფერმერებისათვის, ასევე აგრარულ სფეროში პროფესიული განათლების მიღების მსურველი პირებისათვის. აგრო-ტესტირების პლატფორმის მთავარი მიზნებია:
- აგრარულ დარგებში არაფორმალური პროფესიული განათლების ხელშეწყობა.
- სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.
- სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და დასაქმების სექტორის ერთმანეთთან დაკავშირება.
ტესტებში წარმოდგენილი კითხვები შედგენილი და სორტირებულია დარგის შესაბამისი მიმართულებების ექსპერტების და მეცნიერების მიერ. კითხვების შინაარსი მაქსიმალურად არის მოყვანილი შესაბამისობაში პროფესიული განათლების მიმართულებით არსებულ სასწავლო მოდულებთან და პროგრამებთან.
ამ ეტაპზე, აგროტესტირების ელექტრონული პლატფორმა მოიცავს სოფლის მეურნეობის დარგის 12 ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას და 4000-მდე, სირთულის მიხედვით სორტირებულ შეკითხვას. ტესტებში შემავალი კითხვები იყოფა 3 კატეგორიად – მარტივი კატეგორიის კითხვები, საშუალო სირთულის კითხვები და რთული კითხვები.
კატეგორიების მიხედვით კითხვებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი ქულები:
- სწორი პასუხი მარტივ კითხვაზე – ერთი ქულა.
- სწორი პასუხი საშუალო სირთულის კითხვაზე – ორი ქულა
- სწორი პასუხი რთული კატეგორიის კითხვაზე – სამი ქულა.
ტესტირების გავლის და დაგროვილი ქულების მიხედვით მომხმარებლები ხვდებიან შესაბამის რეიტინგებში.
ქულების მიხედვით შედგენილი რეიტინგები იძლევა კონკრეტული მომხმარებლის ცოდნის წარმოჩენის საშუალებას, რაც მნიშვნელოვანია თქვენი პოტენციური დამსაქმებლებისათვისაგროტესტირების პროგრამა განახლებადია და მუდმივად წარმოებს ტესტების დამატება. ასევე დროთა განმავლობაში პროგრამას დაემატება სოფლის მეურნეობის სხვა დარგებიც.პროგრამაში არსებული ტესტების შესადგენად გამოყენებული იქნა საქართველოში არსებული სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა და ასევე, USAID/REAP პროექტის მიერ შექმნილი პროფესიული-საცნობარო მასალები სოფლის მეურნეობის დარგის სხვადასხვა მიმართულებით.
პროგრამა ადვილად ხელმისაწვდომია და იძლევა უზრუნველყოფს ცოდნის დემონსტრირების და განვითარების საშუალებას.ამ დროისათვის პროგრამაში შეტანილია სოფლის მეურნეობის დარგის შემდეგი მიმართულებები:
- მევენახეობა.
- მეხილეობა.
- მეციტრუსეობა.
- მებოსტნეობა.
- მემცენარეობა.
- მეცხოველეობა.
- ვეტერინარია.
- ენტომოლოგია.
- ფიტოპათოლოგია.
- ღვინის ტექნოლოგია.
- ქიმიური დაცვა.
- მეტყევეობა
- მეფუტკრეობა
- აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობა.
ტესტებში არსებული კითხვების შესახებ ინფორმაციის შემცველი მასალების და ლიტერატურის უმთავრესი ნაწილი განთავსებულია მოცემულ საიტზე სხვადასხვა სტატიების და ელექტრონული წიგნების სახით.