
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ მომზადდა აგრო-საექსტენციო პაკეტები, შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დარგებში:
- უეკლო მაყვლის წარმოება;
- მევენახეობა;
- ლურჯი მოცვის წარმოება;
- თხილის წარმოება;
- ფისტას წარმოება.
აღნიშნული აგრო-საექსტენციო პაკეტების მომზადება განხორციელდა ასოციაციის მიერ შექმნილი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო-დოკუმენტის მიხედვით.
აგრო-საექსტენციო პაკეტები განსაზღვრულია კონკრეტული სამიზნე არეალისათვის და მორგებულია არსებულ აგრო-კლიმატურ პირობებსა და არეალისათვის დამახასიათებელ სპეციფიკაზე. მათი ფორმირების მიზანია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუნიციპალური და რეგიონალური აგრო-საკონსულტაციო სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერება.
თითოეული პაკეტი მოიცავს საჭიროებათა კვლევის შედეგებს, სერვისების გავრცელების რეკომენდებულ მექანიზმებს, ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის ადგილზე არსებულ ვარიანტებს და წარმოების საუკეთესო პრაქტიკას.
უეკლო მაყვლის და მევენახეობის დარგებში აგრო-საექსტენციო პაკეტები მომზადდა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონისათვის. ხოლო ლურჯი მოცვის, თხილის და ფისტას წარმოების აგრო-საექსტენციო პაკეტები კი შეიქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისათვის.