გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციას (ADA) შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს პრიორიტეტული სასოფლო-სამეურნეო კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას და პრაქტიკული და თეორიული სატრენინგო კურსების ჩატარებას ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის.
აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში ცაგერის, ონის, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოეწყობა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა საცდელი-სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც კულტურათა წარმოება განხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე პროექტის განმავლობაში დაგეგმილია პრაქტიკული და თეორიული ტრენინგები (30 ტრენინგ-სესია).
ტრენინგებს საერთო ჯამში 200-დან 250-მდე ფერმერი და სპეციალისტი დაესწრება და მიიღებს საჭირო ცოდნას და კონსულტაციებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ.
ტრენინგები ჩატარდება სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ექსპერტების მიერ.