გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“) ფარგლებში, ასოციაციის მიერ მომზადდა საექტენციო პაკეტების შედგენის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო. იგი აერთიანებს პაკეტის ფორმირებისათვის საჭირო მეთოდოლოგიას, საჭიროებათა კვლევას და მისი გამოყენებით ფორმირებული ექსტენციის პაკეტების ნიმუშებს.
ექსტენციის პაკეტი წარმოადგენს ექსტენციონისტების მიერ ფერმერებისათვის ინფორმაციის, ცოდნის გადაცემის და ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირების პროცესში გამოსაყენებელი მასალების ერთობლიობას, კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო დარგის მიმართულებით. გარდა ამისა, ექსტენციის პაკეტი განსაზღვრავს ცოდნის და ინფორმაციის გავრცელების რეკომენდებულ მექანიზმებს, დარგის და კონკრეტული არეალისათვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით.
სახელმძღვანელო მომზადდა ა(ა)იპ „აფხაზინტერკონტის“ დაკვეთით. იგი შედგება ხუთი ძირითადი ნაწილისაგან: პირველ ნაწილში წარმოდგენილია საჭიროებათა კვლევის განხორციელების მეთოდოლოგია, რაც მოიცავს ძირითად სარეკომენდაციო მიმართულებებს კონკრეტულ არეალზე პრიორიტეტული საექსტენციო პაკეტების სახეობების იდენტიფიცირებისათვის.
მეორე ნაწილში წარმოდგენილია საექსტენციო პაკეტის შემადგენელი ძირითადი კომპონენტები, მათი მნიშვნელობა და მათი მათი ფორმირების მეთოდები.სახელმძღვანელოს მესამე ნაწილი მოიცავს საექსტენციო პაკეტების გავრცელების არსებული მექანიზმების აღწერას და მათი გამოყენების რეკომენდაციებს.
მეოთხე ნაწილი მოიცავს ექსტენციის პაკეტების ნიმუშებს მევენახეობისა და კენკროვანი ხეხილის (უეკლო მაყვალი) წარმოების მიმართულებით.