
ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური ფასილიტაციით, ასოციაციის მიერ განხორციელდა პროექტი: „ეკოლოგიურად უსაფრთხო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერება შიდა ქართლში“.
პროექტის მთავარი მიზანი იყო ეკოლოგიურად უსაფრთხო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაცია და შესაბამისად, პროექტი ორიენტირებული იყო ცოდნის, ინფორმაციის და მასალების გავრცელებაზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ინტეგრირებული დაცვის და მინერალური ნივთიერებებით უზრუნველყოფის მიმართულებით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შიდა ქართლში, კონფლიქტურ ზონასთან არსებულ სოფლებში შერჩეული ბენეფიციარი ფერმერებისათვის განხორციელდა შემდეგი სერვისები:
- ნიადაგის აგროქიმიური ანალიზები;
- სამიზნე სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ვეგეტაციის მონიტორინგი მათ მფლობელობაში არსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე და საჭირო რეკომენდაციები, კულტურათა მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის და გამოკვების საკითხებზე.
ასევე, პროექტის ბენეფიციარ ფერმერებს გადაეცათ პესტიციდების და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარებისათვის საჭირო აღჭურვილობა.
გარდა ამისა, პროექტის განხორციელების პერიოდში ჩატარდა ინდივიდუალური სასწავლო-სადემონსტრაციო აქტივობები სამიზნე სოფლებში მცხოვრები ფერმერების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში.
აღნიშნული აქტივობების ფარგლებში სასწავლო-საკონსულაციო სერვისების გავრცელება წარმოებდა როგორც პირდაპირი შეხვედრების, ასევე დაინტერესებული ფერმერებისათვის საჭირო საკონსულტციო სერვისების ბეჭდური სახით მიწოდების საშუალებით.
საერთო ჯამში სასწავლო-საკონსულტაციო სერვისები სხვადასხვა ფორმით მიწოდებული იქნა სამიზნე სოფლებში მცხოვრები 200-მდე ფერმერისათვის.
ეკოლოგიურად უსაფრთხო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაციის მიზნით, პროექტის ფარგლებში მომზადდა ელექტრონული სახელმძღვანელოები-წიგნები და ვიდეო-პრეზენტაციები, სადაც მოცემულია საქართველოში ძირითადად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის და მინერალური ნივთიერებებით უზრუნველყოფის თანამედროვე, ინტეგრირებული მეთოდები. მასალების გავრცელება მოხდება აგრარული პროფილის პროფესიული სასწავლო დაწესებულებებში, აგრო-საკონსულტაციო სერვისების წარმოებაზე ორიენტირებულ საჯარო უწყებებსა და ფერმერთა თემებში.
პროექტის შედეგების პოპულარიზაციის და მის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მასალების გავრცელების მიზნით, მიმდინარეობს შეხვედრები და შესაბამისი პრეზენტაციების ჩატარება სამიზნე სექტორების წარმომადგენლებთან.