იმერეთის რეგიონში, კოლეჯი „იბერიას“ ბაღდათის ფილიალში დაინერგა „მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის“ პროფესიული მომზადების პროგრამა და მცენარეთა დაცვის დარგით დაინტერესებულ პირებს მიეცემათ საშუალება, მიიღონ პროფესიული ცოდნა ამ სფეროში.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- ბენეფიციარი კოლეჯის ტექნიკური და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება, რაც მოცავდა კოლეჯის ლაბორატორიის აღჭურვას პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით და პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისთვის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარებას;
- მცენარეთა დაცვის მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზაცია, რის შედეგადაც კოლეჯს შესაძლებლობა მიეცა 3 წლის მანძილზე, წელიწადში 2-ჯერ გამოაცხადოს მიღება პროგრამაზე.
პროექტი განხორციელდა სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ VET ფაზა 2”) ფინანსური ფასილიტაციით.
მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პროფესიული მომზადების პროგრამა მოკლევადიანია (ხანგრძლივობა – 15 კვირა).
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება და ასაკი (არანაკლებ 18 წელი).
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
კურსის გავლის მსურველი პირები დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: +995 558618106; +995 599790313,
ელ–ფოსტა: info@iberia.edu.ge; geoagrarians@gmail.com