ასოციაცია ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს „ეროვნულ დონეზე ექსტენციის სისტემების შეფასების და სისტემის განვითარების მექანიზმების/რეკომენდაციების შემუშავების საკონსულტაციო მომსახურეობას“.
მომსახურეობა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარების საგენტოს(SDC) დაფინანსებული პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში მაღალი ხარისხის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების სისტემის შექმნის ხელშეწყობას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კერძო საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრების მონაწილეობის წახალისების, სერვისების განვითარების მიმართულებით ცნობიერების დონის ამაღლების და სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს ეფექტური სერვისების განვითარების და ერთიანი საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემის არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას.
პროექტის პირველ ეტაპზე სოფლის მეურნების განვითარების ასოციაციის მიერ განხორციელდა შემდეგი ამოცანები:
- სამოქმედო გეგმის და ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება;
- რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე დანერგვა/განხორციელებისთვის პერსპექტიული საექსტენციო სერვისების განსაზღვრა და რანგირება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად;
- საექსტენციო სერვისების ხარისხის გაძლიერებაზე ორიენტირებული ინოვაციური პლატფორმების/პროექტების განმახორციელებელი აქტორების იდენტიფიცირება;
- საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსტენციო სისტემების შედარებითი ანალიზი;
- საერთაშორისოდ აღიარებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიმოხილვა და შედარების საფუძველზე საქართველოს ექსტენციის სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;
- იმერეთის და აჭარის რეგიონებისთვის ექსტენციის სტრატეგიის და ერთწლიანი სამუშაო გეგმის შემუშავება;
- ციფრული სწავლების ინსტრუმენტების შემუშავება ექსტენციის სპეციალისტებისა და ფერმერებისთვის.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა იმერეთის და აჭარის რეგიონებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან.