პროექტის მიზანია თანამედროვე ცოდნის და ტექნოლოგიების გავრცელება სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით წარმოების შესახებ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის კონფლიქტურ ზონასთან არსებულ სოფლებში (ჩორჩანა, კირბალი, დვანი, საქაშეთი) მცხოვრები ბენეფიციარი ფერმერების ნაკვეთებში ჩატარდა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზი, სადემონსტრაციო მიზნით ფერმერებს გადაეცათ გარკვეული სახის სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობის და წარმოების საშუალებები.
გარდა ამისა, ასოციაციის ექსპერტების მიერ პერიოდულად ტარდება აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები ფერმერების ნაკვეთების მონიტორინგი, ხოლო მფლობელი ფერმერები უზრუნველყოფილნი არიან საჭირო აგრო-საკონსულტაციო სერვისებით.
პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება მცენარეთა დაცვის და კვების მიმართულებით აუდიო-ტრენინგების ციკლის შექმნა და ელექტრონული სახელმძღვანელოების გამოცემა.
დონორი: ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა.