პროექტის უმთავრესი მიზნებია:
- საქართველოში არაფორმალური აგრარული განათლების სექტორის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა;
- სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასოციაციის მიერ შეიქმნა და ვითარდება სხვადასხვა სახის ინოვაციური პლატფორმები – ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, VETA-პლატფორმა, აგრო-ლიგა, პროფესიული ლიტერატურული რესურსები, გზამკვლევები და სხვ.)