პროექტის მიზანი: პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების და მონიტორინგის მექანიზმის შექმნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა აგროტესტირების ელექტრონული პროგრამა.
პროგრამა მოიცავს 3000-ზე მეტ ტესტს სოფლის მეურნეობის ყველა ძირითადი დარგის მიმართულებით.
ტესტები შედგენილი იქნა შესაბამისი დარგების სპეციალისტების მიერ.
აღნიშნული პროგრამა გადაეცა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. პროგრამის გამოყენება სამინისტროს შეუძლია როგორც ახალი კადრების პროფესიული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით, ასევე უწყებაში მომუშავე სპეციალისტების ატესტაციის პროცესში.
ტესტირების პროგრამაში შეტანილია 3000-ზე მეტი, სირთულის მიხედვით სორტირებული ტესტი, სოფლის მეურნეობის 10 ძირითადი დარგის მიმართულებით. პროგრამა შეიქმნა USAID-ის პროექტის – „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ ფინანსური მხარდაჭერით.
ტესტების შედგენაში მონაწილეობდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისი დარგების მეცნიერები.
ასევე პროგრამის ალგორითმის შემუშავების მიმართულებით ჩართული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი.
აღსანიშნავია რომ მსგავსი პროფილის ელექტრონული პროგრამა არის სრულიად ინოვაციური და იგი მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამინისტროს პოტენციალს სპეციალისტების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების და მონიტორინგის მიმართულებით.
სამომავლოდ იგეგმება პროგრამის ონლაინ-ვერსიის შექმნა და მისი მოდიფიკაცია აგრარული პროფილის არაფორმალური განათლების და პროფესიული გადამზადების სექტორში არსებული საჭიროებების შესაბამისად.