გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში, 2019 წლიდან სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია ანხორციელებს პრაქტიკულ და თეორიულ სასწავლო კურსებს როგორც ფერმერების, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტებისათვის.
პროექტის მიზანია პრიორიტეტული სასოფლო-სამეურნეო კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა და პრაქტიკული და თეორიული სატრენინგო კურსების წარმოება.
პროექტის ფარგლებში ცაგერის, ონის, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოწყობილი იქნა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა საცდელი-სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც კულტურათა წარმოება ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად.
საერთო ჯამში, პროექტის განმავლობაში დაგეგმილია 30-მდე პრაქტიკული და თეორიული ფორმატის ტრენინგის ჩატარება სამიზნე თემებისათვის.
ტრენინგებს საერთო ჯამში 200-დან 250-მდე ფერმერი და სპეციალისტი დაესწრება და მიიღებს საჭირო ცოდნას და კონსულტაციებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ.
ტრენინგები ჩატარდება სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ექსპერტების მიერ.