GRETA პროექტის ფარგლებში (ევროკავშირის და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი) ასოციაციამ განახორციელა ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორის საჭიროებათა კვლევა.
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო საქართველოში ორგანული სოფლის მეურნეობის საბაზრო პოტენციალის შესწავლა და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით პერსპექტიული პროდუქტების/ღირებულებათა ჯაჭვების იდენტიფიცირება GRETA პროექტის სამიზნე არეალზე, რომელიც მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის რვა მუნიციპალიტეტს (ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, მესტიის, საჩხერის, ტყიბულის და ჭიათურის მუნიციპალიტეტები).
კვლევა განხორციელდა სამ ეტაპად და მისი შედეგები წარმოდგენილია კვლევის საბოლოო ანგარიშში, რომელიც გადაეცა დონორ ორგანიზაციას.
კვლევის დოკუმენტი ინგლისურ ენაზე წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორის ბაზრის პოტენციალის და შესაძლებლობების კვლევა
კვლევის ავტორები:
თამარ სანიკიძე.
ანდრო ხეთერელი.
ნინო კელენჯერიძე.