მუხლი I
ზოგადი დებულებები
- კავშირი ”სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია” (შემდეგში კავშირი) არის თვითმმართველობაზე დამყარებული კერძო სამართლის არასამეწარმეო, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, იურიდიული პირი (მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება) რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
- კავშირს გააჩნია იურიდიული პირის უფლებები კანონით დადგენილი წესით. რეგისტრაციის მომენტიდან. აქვს მრგვალი ბეჭედი, შტამპი და სხვა ატრიბუტიკა. გააჩნია საანგარიშსწორებო და სხვა (მათ შორის სავალუტო) ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში.
- კავშირი უფლებამოსილია შექმნას ფილიალები და წარმომადგენლობები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
- მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კავშირი აფუძვნებს: საწარმოებს, სააგენტოებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, ფონდებს, სამეურნეო ანგარიშიან ორგანიზაციებს იურიდიული პირის უფლებით ან უამისოდ, აგრეთვე შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის ორგანიზაციის თანადამფუძვნებელი მესამე პირებთან ერთად.
მუხლი II
კავშირის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მიზნები:
- კავშირი `სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია” საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე მიზნად ისახავს:
- მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობას.
- ფერმერთა უფლებების დაცვას.
- კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ფერმერთა ხელშეწყობას.
- ფერმერთა ცნობიერების ამაღლებისათვის ზრუნვას სასოფლო–სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის როგორც ხარისხობრივი ასევე რაოდენობრივი გაზრდის საკითხებში.
- საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების ხელშეწყობას.
- თანამედროვე სასოფლო–სამეურნეო ტექნოლოგიების დამკვიდრება–პოპულარიზაციის ხელშეწყობას საქართველოს აგრარულ სექტორში.
- ადგილობრივი სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის რეალიზების ხელშეწყობას.
- აგრარული სექტორის როლის გაზრდის ხელშეწყობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.
- ახალგაზრდებისა და სტუდენტების ხელშეწყობას, რომლებიც სწავლობენ აგრარულ მეცნიერებებს ან დაინტერესებულნი არიან ამ დარგით.
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
- კავშირი `სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის” საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- მეცნიერული კვლევები სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრადი განვითარების სფეროში;
- ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარებისათვის საჭირო პროგრამების, პროექტების, ტექნოლოგიებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
- შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების ხელშეწყობა;
- სხვადასხვა სახის გეგმებისა და პროექტების, საზოგადოებრივი ექსპერტიზის, ორგანიზება და ჩატარება;
- სიმპოზიუმების, სემინარების, საჯარო განხილვების, გამოკითხვების ჩატარება;
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრადი განვითარების საკითხებზე ბროშურების, ჟურნალებისა და სხვა სახის პუბლიკაციების გამოცემა;
- უცხოეთის შესაბამის ორგანიზაციებთან და მათ წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარება;
- კავშირი მოქმედებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.